ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 ივნისი, 2025
ეს შენი შანსია! შემოგვიერთდი - ახალი მწვერვალებისკენ, ერთად!
ჩვენ დაგახვედრებთ:
- საერთაშორისო, გამოცდილ და მეგობრულ გუნდს
- კომფორტულ სამუშაო გარემოს
- მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობას
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- ჯანმრთელობის დაზღვევას თქვენთვის და ოჯახის წევრებისთვის
- პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობას
- ხელმძღვანელისა და გუნდის წევრების მხარდაჭერას
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
კონტენტ სტრატეგია და განვითარება
- კონტენტ მარკეტინგის სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება, რათა ხელი შეუწყოს ჩართულობის ზრდას, ლიდების დაგენერირებას და მხარი დაუჭიროს ბანკის საერთო მარკეტინგულ მიზნებს
- სხვადასხვა ციფრული არხებისთვის მაღალი ხარისხის კონტენტის შექმნა, მათ შორის ბანკის ვებსაიტის, ბლოგის, სოციალური მედიის პლატფორმებისთვის, ელექტრონული ფოსტის ნიუსლეთერებისთვის, რათა ხელი შეუწყოს კორპორატიული კლიენტების ცნობიერების ამაღლებას
ციფრული მარკეტინგის ოპტიმიზაცია
- SEO-სთვის კონტენტის ოპტიმიზაცია, მათ შორის საკვანძო სიტყვების კვლევა, on-page ოპტიმიზაცია და link building strategies, რათა გაუმჯობესდეს ორგანული ხილვადობა და გაიზარდოს ტრაფიკი ბანკის ციფრულ არხებში
- ბანკის სოციალური მედიის მართვა, მათ შორის კონტენტის შექმნა, დაგეგმვა, მონიტორინგი და საზოგადოების ჩართულობა, ბრენდის ცნობადობის გაზრდისა და კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით
ციფრული მარკეტინგული აქტივობების ანალიზი
- KPI-ებისა და მეტრიკების მონიტორინგი და ანალიზი, როგორიცაა ვებ – გვერდის ტრაფიკი, ჩართულობისა და კონვერსიის მაჩვენებლები და ROI, კონტენტისა და ციფრული მარკეტინგის ინიციატივების ეფექტურობის გასაზომად და გასაუმჯობესებელი მიმართულებების დასადგენად
- ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზის ჩატარება კონტენტის ხარვეზების, ინდუსტრიის ტრენდების დასადგენად და კონტენტის სტრატეგიისათვის ინსაითების გამოსაყენებლად
ინდუსტრიის ცოდნა და შესაბამისობა
- ინდუსტრიის სიახლეების, ციფრული მარკეტინგის ტრენდებისა და საუკეთესო პრაქტიკების მუდმივი გაცნობა. ახალი ტექნოლოგიებისა და ინსტრუმენტების გამოყენება ბანკის ციფრული არხების გასაუმჯობესებლად
- მარეგულირებლის მოთხოვნებსა და ბრენდის გაიდლაინებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა სრული კონტენტისა და ციფრული მარკეტინგული აქტივობების ჭრილში; ბანკის რეპუტაციის შენარჩუნება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგში, კომუნიკაციებში, ჟურნალისტიკაში ან მათთან გათანაბრებულ დარგში; შესაბამისი სერტიფიცირების ქონა (მაგ. Google Analytics) ჩაითვლება უპირატესობად
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება კონტენტ მარკეტინგის, ციფრული მარკეტინგის, ან მსგავსი მიმართულებით, სასურველია საბანკო, ან ფინანსური სერვისების ინდუსტრიაში
უცხო ენები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ენის მინიმუმ C1-Advanced დონეზე ცოდნა;
ტექნიკური ცოდნა და უნარები: წარმატებული მარკეტინგული კონრენტის შემუშავებისა და დანერგვის გამოცდილება სხვადასხვა ციფრულ არხში, რაც ზრდის მომხმარებელთა ჩართულობას, აგენერირებს ლიდებს და მხარს უწერს ბიზნეს მიზნებს; კონტენტის მართვის სისტემებში (CMS), იმეილ მარკეტინგის პლატფორმებთან, სოციალური მედიის ინსტრუმენტებსა და ანალიტიკურ პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება
საჭირო უნარ-ჩვევები:
- კრეატიული აზროვნება და რთული ფინანსური კონცეფციების მკაფიო, ლაკონური და საინტერესო შინაარსის თარგმნის უნარი
- ანალიტიკური აზროვნება და მონაცემების ინტერპრეტაციის, ამოღებისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი მარკეტინგული მუშაობის ოპტიმიზაციისთვის
- პროექტის მართვის უნარი, პრიორიტეტების დასახვის, დროის მართვისა და მულტიფუნქციურ გუნდებთან ეფექტურად მუშაობის უნარებთან ერთად
- დეტალებზე ორიენტირებულობა, ხარისხისა და სიზუსტის გათვალისწინებით
- მაღალი ტემპისა და განსაზღვრული დედლაინების მქონე გარემოში განვითარების უნარი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.